ღარიბაშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის შემადგენლობას დღეს, შუადღისთვის დაასახელებს, – ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამის შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში სჭირდება.

მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ჩათვლით 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებთ შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილებების შემთხვევაში კი, კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button