Microsoft-ი 4700 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს [Photo]

Microsoft-ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ განაცხადა, რომ კომპანიაში სამუშაო ადგილების შემცირებას გააგრძელებს, – იუწყება გამოცემა PCWord.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანიაში შემდეგი 12 თვის მანძილზე სამუშაო ადგილს კიდევ 2850 ადამიანი დაკარგავს, ხოლო ცოტა ადრე, მიმდინარე წლის მაისში, კომპანიაში 1850 პერსონალის შემცირების თობაზე განცხადება უკვე გაკეთდა. ჯამში კომპანიამ 4700 სამუშაო ადგილი უნდა შეaმაციროს, რაც Microsoft-ში მომუშავე პერსონალის 4 %-ს შეადგენს.

ფორმა Form 10-K-ში, რომელიც Microsoft-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე წარადგინა, მითითებულია, რომ შემცირება მობილური დანადგარების გამომშვებ ქვედანაყოფს შეეხება.

Microsoft-მა თანამშრომლების დათხოვნა მაშინ გადაწყვიტა, როცა მან 2015 წელს Nokia-სგან შეძენილი მობილური ტელეფონების წარმოების მასშტაბების შემცირება განიზრახა.

მსგავსი პოსტები

Back to top button