მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რობერტა მეცოლა უკრაინის პრეზიდენტს და რადას თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მეცოლას ქალაქ ლვივში უმასპინძლა.

“მადლობას გიხდით, ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერაში თქვენი ლიდერობისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

კერძოდ, გასული წლის პირველ მარტს, ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენი განაცხადის შეტანიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისა და აუცილებლობის შესახებ.

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს”, – წერს ზელენსკი.

ამასან მეცოლა ზელენსკის გარდა ასევე შეხვდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს გაერთიანებული სამართლიანობისთვის კონფერენციის ფარგლებში. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“გასული წელი უკრაინაში ნგრევის წელი იყო, დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება. ევროპარლამენტი უდავოდ უკრაინის მხარდაჭერის სათავეშია. გმადლობთ, რომ წელს უკრაინასთან ერთად ხართ!” – თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა ევროპარლამენტის 17 რეზოლუცია. უკრაინის რადის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზეც.

“უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრობაა. ჩვენ მთელ გზას თქვენთან ერთად ვივლით. სასიამოვნოა ჩემს მეგობართან, რუსლან სტეფანჩუკთან კვლავ შეხვედრა. ევროპარლამენტსა და უკრაინის პარლამენტს შორის თანამშრომლობა მხოლოდ გაძლიერდება”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი ტვიტერში.2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – ევროპული პერსპექტივა.

იმედი მაქვს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყება. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მეცოლას თქმით, ის აღფრთოვანებულია იმ ტემპით, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა აღწევს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესრულებაში.

ამასთან ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს.’ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე საუბრობს და დამნაშავეებისადმი. რობერტა მეცოლა მათ შორის ვლადიმერ პუტინისადმი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას როგორც რობერტა მეცოლა ამბობს, ომის დანაშაულის გამოძიებას არა მხოლოდ უკრაინისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ მსოფლიოსთვისაც.- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უკრაინას ენით აუწერელი ტანჯვა მოუტანა. თითქმის ერთი წლის წინ მსოფლიომ აღმოაჩინა ბუჩას საშინელებები. მე თვითონ ვიყავი იქ და რუსული ძალების მიერ ჩადენილო სისასტიკის მოწმე გავხდი. მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება. წამება, არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და სიკვდილით დასჯა, როგორც ცნობილია, ჩადენილია რუსული ძალების მიერ. ბავშვებსაც კი არ ზოგავენ. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელ დანაშაულებზე! პუტინმა პასუხი უნდა აგოს! ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ევროკავშირი მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს როლს. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის აგრესიის დანაშაულს“, – აღნიშნულია რობერტა მეცოლას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ “უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა”.

მოგვიანებით ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button