ობამა და პუტინი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდებიან

თეთრ სახლში და კრემლში პუტინის ობამასთან შეხვედრისთვის ემზადებიან. როგორც მოსალოდნელია, შეხვედრა ორშაბათს, 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შედგება.

„შეხვედრის მთავარი თემა სირია იქნება,“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
სააგენტო AFP, თეთრი სახლის პრეს-მდივანზე – ჯოშ ერნესტის განცხადებაზე დაყრდნობით გადმოსცემს, რომ კრემლის მრავალი მოთხოვნის შედეგად, ობამა შეხვედრაზე დათანხმდა.

„შეხვედრა ერთ საათს გასტანს და პუტინის გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლის შემდეგ შედგება. ბუნებრივია, პირველრიგოვანი თემა სირია იქნება, თუ დრო დარჩება, უკრაინაში არსებულ სიტუაციასაც განიხილავენ“, – აცხადებს პესკოვი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯოშ ერნსტმა განაცხადა, რომ რუსეთი უნდა შეუერთდეს კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და ობამა ამ საკითხს აუცილებლად წამოჭრის. ამის გარდა, შეხვედრაზე რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაზეც იმსჯელებენ, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა.

„აშშ-ის პრეზიდენტი შემთხვევით ისარგებლებს და მინსკის მოლაპარაკებებზე მითითებით, უკრაინის საკითხსაც წამოჭრის“, – დასძინა ჯოშმა.

ბოლო10 წლის განმავლობაში, დასავლეთთან ურთიერთობის გაგრილების ფონზე, პუტინმა გაეროს ასამბლეაზე გამოსვლის მზადყოფნა პირველად გამოთქვა. CBS-თან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენთმა განაცხადა, რომ რომის პაპთან და ელტონ ჯონთან შეხვედრისთვისაც მზადაა.

შეგახსენებთ, დღეს, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე რომის პაპის გამოსვლა იგეგმება, აგრეთვე ფილადელფიაში, ღია ცის ქვეშ, სადღესასწაულო მესა ჩატარდება, რომელსაც 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button