მნიშვნელოვანირეგიონი

საფეხბურთო კლუბ “თელავს” რუსი მწვრთნელი ეყოლება

საფეხბურთო კლუბ თელავის მთავარი მწვრთნელი , 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო იქნება. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

კლუბის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი საქმიანობას უკვე შეუდგა და გუნდის ევროპულ ტურნირებსა და ევროთასებზე გაყვანას გეგმავს.

ოლეგ ვასილენკო 1973 წლის 6 ოქტომბერს, რუსეთში , ქალაქ სტავროპოლში დაიბადა. ვასილენკო ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეა.

“თელავის” ახალი მწვრთნელი ბოლოს, ვლადიკავკაზის “ალანიას” თავკაცი იყო, მანამდე კი სხვადასხვა დროს, კურსკის “ავანგარდის”, სარანსკის “მორდოვიას” და ვორონეჟის “ფაკელის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ

ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, გუნდ “სტავროპოლში” დაიწყო, შემდეგ ცსკას აკადემიის ახალგაზრდული სექტორს ხელმძღვანელობდა.

რუსი სპეციალისტი სხვადასხვა ეტაპზე “ჟემჩუჟინას”, “სატურნის”, ბელარუსის მინსკის” დინამოს”, “კრასნოდარის”, “ანჟის”, “ურალის”, “სოჩის”, ლატვიის “რფს რიგას”, ლიეტუვას “ტრაკაის”, კალინინგრადის “ბალტიკას” ფეხბურთელებს წვრთნიდა.

2012/2013 წლების საფეხბურთო სეზონზე ბრაზილიელ რობერტო კარლოსს ავარჯიშებდა.

ვასილენკოს მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე, საფეხბურთო კლუბ თელავს , 51 წლის ბერძენი გეორგიოს კოსტისი მუშაობდა.

კორტისთან ერთად, კლუბი ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა, მილოშ დიუროვიჩმა და 13 ფეხბურთელმა დატოვა.

გუნდის დატოვების მიზეზად, კონტრაქტის დასრულება დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button