მსოფლიოსიახლეები

ვაქცინის შესაქმნელად, 7,5 მილიარდი ევრო უნდა შეგროვდეს

დღეს, 4 მაისს ჩატარდება დონორების საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია, რომელზეც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, 7,5 მილიარდი ევრო უნდა შეგროვდეს.

კონფერენციის თანათავმჯდომარეები არიან ევროკომისია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, კანადა, იაპონია და საუდის არაბეთი. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვაქცინა მსოფლიოს ყველა კუთხეში სამართლიან და ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყიდებოდეს.

ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ბილ გეიტსის ფონდის, საქველმოქმედო ფონდ Welcome Trust-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მძიმე დაავადების, COVID-19-ის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან დაიწყო.

ამჟამად, კორონავირუსი მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. საერთო ჯამში, ამ დროისთვის უკვე დაავადებულია 3 567 143 ადამიანი. გარდაცვლილია 248 317 ინფიცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button