რეგიონი

“ენმ”-ს ოფისის დარბევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას და ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას გულისხმობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი საგარეჯოში დღეს დაარბიეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციით,
ოფისში დაახლოებით 60 კაციანი ჯგუფი შეიჭრა. განადგურებულია ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი.

პარტიაში მომხდარ ფაქტს, საგარეჯოში 14 მარტს, ალტ-ინფოსთან ასოცირებული კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან გამართულ, ოფისების აკრძალვის მოთხოვნით ჩატარებულ აქციას უკავშირებენ, რომელშიც ნაციონალური მოძრაობაც მონაწილეობდა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პოლიციამ დამნაშავეები ოპერატიულად უნდა გამოავლინოს, რადგან შემთხვევა მოხდა დღისით და ახლოს მდებარე სათვალთვალო კამერების თვალწინ მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button