მნიშვნელოვანირეგიონი

ქურდობა ლაგოდეხში კომენდანტის საათის დროს- მოიპარეს პროდუქტი და სასმელი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ მძარცველებმა შენობას სახურავის ნაწილი მოხადეს და ობიექტზე ამ გზით შეაღწიეს.

წინასწარი ინფორმაციით სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.

ჯერ-ჯერბოთ უცნობია ზარალის ოდენობა. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. კითხავენ მაღაზიის მფლობელს და სავაჭრო ფართის მესაკუთრეს.

რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ქურდობას გულისხმობა. ქურდობის ბრალდებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

https://www.facebook.com/radiohereti/videos/2682775451831705/

მსგავსი პოსტები

Back to top button