მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკომისიამ უკრაინას გამოუყო დახმარების მორიგი ტრანში

ევროკომისიამ უკრაინას გამოუყო დახმარების მორიგი ტრანში – 2,5 მილიარდი ევრო. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

“ევროკომისია გასცემს დამატებით 2.5 მილიარდ ევროს უკრაინისთვის. ჩვენ ვგეგმავთ 2023 წლისთვის, 18 მილიარდი ევროს ეტაპობრივ გაცემას, დაუყოვნებლივი რემონტისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციამდე მიგვიყვანს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება”, – წერს ლაიენი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ პარტნიორებს მოგვიანებით მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

როგორც მან ტვიტერზე დაწერა, აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინის სტაბილურობისთვის ამ რთული ზამთრის დროს.

“უკრაინამ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომლის მოცულობაც 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ძლიერი შენატანი უკრაინის სტაბილურობისთვის, ამ რთული ზამთრის დროს. ჩვენ მადლიერები ვართ უკრაინისა და ურსულა ვონ დერ ლეიენის სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის. ველოდებით 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამის დამტკიცებას”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button