მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ტამბოვიდან საომრად გამოგზავნა 400 პატიმარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინაში ჯარების გასაძლიერებლად რუსეთმა ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში გაგზავნა 400 პირი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.

“გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად”, – ამბობს უკრაინის გენშტაბი.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგადგ 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button