უზენაესმა “რუსთავი 2”-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო

უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება.

კანონმდებლობით უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღებიდან 6 თვე აქვს, რომ არსებითი განხილვა დაასრულოს, რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს საკასაციო საჩივრები სასამართლომ 25 ივლისს მიიღო, ანუ ვადა 25 იანვრამდეა, თუმცა რუსთავი 2-ის იურტები და ხელმძღვანელები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა მანამდე დაასრულოს.

დღეს 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მოსამართლეებმა, რომლებმაც სარეზოლუციო ნაწილს ხელი მოაწერეს, ზეწოლას გაუძლეს, თუმცა სადაო ნორმა დატოვეს, რომელიც საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას ეხება.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები აპირებენ, რომ უზენაეს სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართონ, რათა არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართოს და მათ მიეცეთ საშუალება საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ნიკა გვარამია, ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button