უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება-უკრაინა კვლავ იბომბება

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. ხარკოვის ოლქში კი ნაღმის აფეთქების შედეგად 16 წლის ბიჭი დაშავდა.
უკრაინის არმიის სატანკო ბრიგადის ჯარისკაცებმა ბახმუტთან მდებარე პოზიციებზე განაცხადეს, რომ მზად არიან დიდი ხნის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის და ელოდებიან ბრძანებებს.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ბერისლავის თემის სოფელ ზმიევკაში რუსულმა თვითმფრინავმა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდო, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
მისი თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ მიიღო. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.
დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, რუსებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის მახლობლად, ქალაქის გაწმენდა და საფორტიფიკაციო ხიდის მშენებლობა დაიწყეს.
“აზოვსტალის ცენტრალური გადასასვლელები ფოსტის ხიდიდან. ოკუპანტებმა გაწმენდა დაიწყეს შემდგომი საფორტიფიკაციო მშენებლობით. სწორედ ამ გადასასვლელებით არის ყველაზე მოსახერხებელი გზა ვერტმფრენისკენ”, – წერს ანდრიუშენკო.
მისივე თქმით, მშენებლობების გამო, სამი დღით შეჩერებულია ნებისმიერი მოძრაობა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, კიევმა შესაძლოა რუსეთთან ყირიმის საკითხზე მოლაპარაკება გამართოს, თუკი უკრაინა წარმატებას მიაღწევს მოსალოდნელ საგაზაფხულო კონტრშეტევაში. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ გამორიცხავს ყირიმის სამხედრო გზით განთავისუფლების შესაძლებლობას.
უკრაინა და პოლონეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას 30 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის თქმით ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევა “ისტორიული შეცდომა” იქნება. მისი თქმით ჯერჯერობით არ დასტურდება რაიმე ლეტალური დახმარების გაწევის ნიშნები, მაგრამ ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან.