მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან წასვლის შესახებ, პირველი კომენტარი გაკეთდა

ლაგოდეხის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან წასვლის შესახებ, პირველი კომენტარი გაკეთდა
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ივანე ხაჩიძე ამბობს, რომ წინასწარი კომუნიკაცია, თანამდებობიდან წასულ გიორგი ღამბაშიძესთან არ ჰქონია.

” წლებია, ერთად მოვდივართ, თუმცა ამ საკითხზე წინასწარი კომუნიკაცია არ გვქონია. ეს მისი გადაწყვეტილებაა, ასე თვლის თვითონ. ზოგადად, რაც შეეხება ამერიკის ელჩს, მე მიმაჩნია, რომ დიპლომატი უფრო ზომიერი უნდა იყოს საკუთარ განცხადებებში. ისე, რომ ამან კითხვები არ გამოიწვიოს,”- განაცხადა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნებიდან” წასული პარლამენტის დეპუტატების რიგს, რეგიონებიდან საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.

თანამდებობა და მმართველი პარტია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ გუშინ დატოვა.
მისი განმარტებით, აპირებს მეტი ილაპარაკოს ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების შესახებ, რაც მმართველ პარტიას
უხერხულობას შეუქმნის.

ღამბაშიძემ კელი დეგნანს მიმართა და პარლამენტის დეპუტატის , მიხეილ ყაველაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button