მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში დევნილები მეათე დღეა შიმშილობენ

ზუგდიდში დევნილები მეათე დღეა შიმშილობენ -ანი წითლიძის მიმართვა ზუგდიდის მერს

“ნაციონალური მოძრაობის წევრის, პარლამენტარ ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, უკვე მეათე დღეა დევნილები გუბერნიის უკან შიმშილობენ.

63 წლის ქალს კი პირი აქვს ამოკერილი.

წითლიძე ზუგდიდის ახალ მერს, მამუკა წოწერიას მიმართავს და მის ქალაქში მოშიმშილე ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“მეათე დღეა ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ. 63 წლის ქალს პირი აქვს ამოკერილი. მართლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. უბედურება ვნახე. დევნილთა ბინების უსამართლო განაწილებას აპროტესტებენ. ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ყველა ლოგიკით უნდა მიეცათ ბინები მაგრამ არ მისცეს. არადა ბინების გადანაწილების პროცესი რომ კორუფციის წყაროდ აქცია ამ ხელისუფლებამ ყველა იცის. მამუკა წოწერია, მოჩვენებითად მაინც ხომ უკვე ზუგდიდის მერი გქვია? მეათე დღეა შენს ქალაქში შიმშილობენ, ერთხელ მაინც რომ მოსულიყავი და მოგესმინა,– წერს ანი წითლიძე.

ცნობისთვის,ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებლის მფლობელი კიდევ 600 დევნილი ოჯახი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button