მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ძლიერი წვიმა და სეტყვა ლაგოდეხში

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ამ წუთის მონაცემებით, სოფლებში ბაისუბანში, ჭაბუკიანში, კაბალსა და აფენის ნაწილში მთლიანად განადგურებულია ნარგავები, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და სათბურები.


როგორც რადიო ჰერეთს ადგილობრივებმა განუცხადეს, ძლიერი სეტყვა თითქმის თხუთმეტ წუთს გრძელდებოდა და დაზარალებული სოფლების რიცხვი, ბევრად მეტია.

სტიქიით დაზიანებული სავარგულების ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობა საკუთარ ნაკვეთებში ვერ შედის.

ამ წუთებში, ლაგოდეხში ჯერ კიდევ წვიმს, სოფლებს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button