მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 8 ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 145 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6 489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, –337.

მსგავსი პოსტები

Back to top button