მნიშვნელოვანისიახლეები

შატილის გზაზე ავარიაში გადარჩენილების მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

შატილის გზაზე, 23 აგვისტოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული მგზავრის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, ექიმების თქმით, დინამიკა დადებითია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.

ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button