მნიშვნელოვანისაქართველო

ვახუშტი მენაბდე 10 პროცედურულ ნაბიჯზე წერს

კონსტიტუციონალისტი ვახუშტ მენამდე სოციალურ ქსელში 10 პროცედურული ნაბიჯზე წერს რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, კონსტიტუციისა და სხვა აქტების მიხედვითაა საჭირო:

1. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს მიმართავს წარდგინებით;
2. პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას;
3. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ ბრძანების კონტრასიგნაციას;
4. პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან;
5. პრეზიდენტი ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
6. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო სესიაზე;
7. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი განიხილავს დაუყოვნებლივ. მას კენჭი ეყრება წინასწარი საკომიტეტო მოსმენისა და სხვა პროცედურების გავლის გარეშე;
8. საპარლამენტო განხილვა მიდის შემდეგი პროცედურით:
– ძირითად მომხსენებლად გამოდის პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
– თანამომხსენებლებად გამოდიან პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლები;
– კამათი არ მიმდინარეობს;
– დასკვნითი სიტყვით გამოდიან მხოლოდ პრეზიდენტი ან მის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი პირი და პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის საგანგებოდ უფლებამოსილი პირი;
9. პარლამენტის საგანგებო მდგომარეობას ამტკიცებს აბსოლუტური უმრავლესობით (76 ხმა);
10. პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწერს ხელს და აქვეყნებს დადგენილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.

შენიშვნა 1: თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს საგანგებო მდგომარეობა უქმდება.
შენიშვნა 2: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ უფლებების შესაზღუდად საჭიროა პრეზიდენტის დეკრეტი, რაზეც ცალკე პროცედურა არსებობს. – წერს მენამდე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, თუ საქართველოს პრეზიდენტი შესამაბის განკარგულებას გამოსცემს და საქართველოს პარლამენტი მინიმუმ 76 ხმით დაამტკიცებს.

დღეს 21 მარტს შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

“საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button