მსოფლიოსიახლეები

კიევში კარანტინის რეჟიმის შერბილებას ორ კვირაში გეგმავენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში კორონავირუსის პიკს ორ კვირაში ელოდებიან, რის შემდეგაც კარანტინის რეჟიმის შერბილება იგეგმება. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„გვესმის, რომ ბიზნესი უნდა მუშაობდეს, ქალაქი უნდა ვითარდებოდეს, ეკონომიკის გამოცოცხლება გვჭირდება. ამ დაავადების პიკი უნდა გადავლახოთ. პიკს უკრაინაში ორ კვირაში ველოდებით, რის შემდეგაც, ვითარებიდან გამომდინარე, შემზღუდავი ზომების ეტაპობრივ შერბილებას განვახორციელებთ“, – განაცხადა კიევის მერმა.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 6 125 შემთხვევა დადასტურდა, 161 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 367 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button