რამაზ სამხარაძე: კომისიის გადაწყვეტილება არაობიექტურია [AUDIO]

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ, კომისიის წევრებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე, სადაც ქ.ბათუმში კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსი ჩაშლილად გამოცხადა, განუცხადა რომ მათ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს და შედეგს სასამართლოში გაასაჩივრებს. 

“თქვენ გაქვთ შესაბამისი პოზიცია, ანაზღაურება და თავიდანვე უნდა გაგეთვალისწინებინათ ის შედეგი, რაც ახლა დადგა. კომისიას კონკურსი აუცილებლად უნდა გადაეწყვიტა ჰერეთის სასარგებლოდ, რადგან ზუსტად მოერგო კომისიის კონკურსის პრიორიტეტებს და კვლევას,რომელიც კონკურსს დაედო საფუძვლად”

კომისიამ განაცხადა, რომ კონკურსი თავის დროზე ხარვეზით გამოცხადდა და ამიტომაც ჩაშალა.

მოუსმინეთ ფრაგმენტს კომისიის სხდომიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button