რეგიონისაქართველოსიახლეები

9 იანვარს თოვლი და შტორმია მოსალოდნელი

9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button