მნიშვნელოვანი

ბექა წიქარიშვილი შს მინისტრთან შეხვედრიდან დროებით გამოვიდა

თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან მიმდინარე შეხვედრიდან დროებით გამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეხვედრის დასრულებამდე, სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ბექა წიქარიშვილის თქმით, პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე ყველა იმ მოთხოვნაზე მიდის საუბარი, რაც აქციის მონაწილეებს აქვთ.

,,ყველა ჩვენს მოთხოვნაზე მიდის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, დავბრუნდები და გეტყვით შედეგებს”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა და შეხვედრაზე დაბრუნდა.

გიორგი გახარიასთან შეხვედრაა აქციის ექვსი ოგანიზატორი, მათ შორის კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ესწრება.

აგრეთვე, tv პირველი ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრება.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button