მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

”შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა” – აქცია ბათუმში

ბათუმის მერიის წინ, ე.წ. “ვარდების სკვერში” საპროტესტო აქცია გაიმართა. ​”ბეტონყმობა”,’ “ნუ ანგრევ – ნუ შობი მასე”, ”გაწიე კედელი ზღვა დამანახე”, “დაიცავი ბათუმი” – ეს არის აქციის ლოზუნგები. აქციის ორგანიზტორები ამბობენ, მათ ხელისუფლებასთან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ :

•​​ შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთნ არსებული ზონალური საბჭო.

• ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა.

•​ ”არა ქიმიურ ტერმინალს” – ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწეროს.

შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციებს აანონსებენ.

მოისმინეთ ორგანიზაცია “დაიცავი ბათუმის” წევრების, რაულ ფატლაძის და ზეინაბ დიასამიძის კომენტარები, რომელიც “აჭარის ტელევიზიამ” ჩაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button