მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ”

“უკიდურესად შეშფოთებულები ვართ სომხეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტების გახშირებით, განსაკუთრებით კი სომხეთის მიერ თოვუზის რაიონში მოწყობილი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75 სხდომის დებატების დროს განაცხადა, რომელიც ვიდეო ფორმატში გაიმართა.

„სახელმწიფო საზღვარზე აქტიური სამხედრო შეტაკებები 16 ივლისს შეწყდა, მეორე დღეს, 17 ივლისიდან სექტემბრამდე, სომხეთისთვის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებით ათასი ტონა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მომსწრეები გავხდით,“- აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი ვარაუდობს, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ შეუძლია მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინოს, ვვარაუდობთ, რომ მას იარაღს უფასოდ აწვდიან,“- აღნიშნა ალიევმა.

მან ქვეყნებს მოუწოდა, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ.

„აგრესორის იარაღით მომარაგება, რომელმაც ეთნიკური წმენდა ჩაიდინა, მნიშვნელოვნად არღვევს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს უწყობს ოკუპანტი სახელმწიფოს ახალი სამხედრო პროვოკაციების წამოწყებას. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის იარაღის მოწოდებისგან ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button