სპორტი

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

მიხეილ აშვეთიამ „ტორპედო“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გუნდის აწ უკვე მთავარმა მწვრთნელმა გადადგომის შესახებ განცხადება მარტვილის „მერანთან“ წაგების შემდეგ გააკეთა.

ქვეყნის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში ტორპედო „მერანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოოეთშა.

ამასთან, გუნდი ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ადგილზეა და ერთადერთია ჩემპიონატში, რომელსაც ჩატარებული 9 მატჩიდან არცერთი არ მოუგია.

მიხეილ აშვეთიამ, ქუთაისის „ტორპედოში მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. ის თავიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2020 წლიდან კი კლუბი მთლანად ჩაიბარა.

ქუთაისური კლუბის ახალი მტავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, აშვეთიას პოტენციურ შემცვლელებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button