მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგია მიეწოდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფ უკრაინელ პერსონალზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამად სადგურს ელექტროენერგია მიეწოდება ახლომდებარე თბოსადგურის ერთი წყაროდან.
“დღეს, 2022 წლის 26 აგვისტოს, 14:04 საათზე, გუშინ გაჩერებული ზაპოროჟიეს ერთ-ერთი ელექტროსადგური მიუერთდა ელექტრო ქსელს და ემატება სიმძლავრე”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ატომური ელექტროსადგურის ბირთვული მუშები ნამდვილი გმირები არიან.

“მათ დაუღალავად და მტკიცედ უჭირავთ უკრაინის და მთელი ევროპის ბირთვული და რადიაციულ უსაფრთხოება მხრებზე და თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა მათ მშობლიურ ქვეყანას ჰქონდეს მაცოცხლებელი ელექტროენერგია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გუშინ, 25 აგვისტოს, სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ ორჯერ შეწყდა.

სააგენტო წერს, რომ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება ქსელიდან. თუმცა, გარე წყაროებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, სადგურებს დიზელის საწვავზე მომუშავე სარეზერვო გენერატორები აქვს, რაზეც, სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალსაც მოუწვდება ხელი. ელექტროენერგიის გარე წყაროებთან წვდომა დაიკარგა მას შემდეგ, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.

ზაპოროჟიეს სადგურს 4 მარტის შემდეგ რუსეთის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელ ინჟინრებს სადგურზე მუშაობის გაგრძელების საშუალება რუსეთის ზედამხედველობით ჰქონდათ. ბოლო კვირებში ამ არეალში შეტაკებები იყო რუსეთის და უკრაინის ძალებს შორის, რასაც მოჰყვა შიშები ატომური კატასტროფის შესახებ.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში.

გაერო გამოვიდა წინადადებით, მდგომარეობა ადგილზე შეისწავლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მკვლევრებმა, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი სადგურთან რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან უნდა ჩავიდნენ.

როგორც IAEA-ის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 25 აგვისტოს უფრო ადრე თქვა, კიევი და მოსკოვი თანხმდებიან, რომ გაეროს თანამშრომლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და შეისწავლონ ბირთვულ სადგურზე არსებული ვითარება.

შეგახსენებთ, გუშინ, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყველა ენერგობლოკი ენერგოქსელიდან გაითიშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button