მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე იმსჯელებს

49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, მანდატების გაუქმების თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს

27 იანვარს კი კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრებად არჩეული შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეცემა და მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.

51-ივე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა კენჭი 2 თებერვალს უნდა უყაროს.
უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ ორ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს და პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს.

შეგახსენებთ, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მას შემდეგ ელჩები ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამ დრომდე გამორიცხავენ ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button