მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსმა სამხედროებმა ისევ მიიტანეს იერიში ზაპოროჟიეზე

უკრაინაში ომის 226-ე დღეა და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში დღეს პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. სტარუხის წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა განხორციელდა ირანული აპარატებით Shahed-136.რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქზე 9 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად წარმოიშვა ხანძრები და დაინგრა საცხოვრებელი სახლები, შეზღუდულია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.

“ამ დროისთვის, 12 დაღუპული ადამიანის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში კიდევ 12 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და მაშველები მუშაობას აგრძელებენ,” – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი იყო, რომ სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა 7 ადამიანის სიცოცხლე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 21 გადარჩენილი.
უწყვეტი დაბომბვები გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქში. ნიკოპოლის რაიონში განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ცნობისთვის 6 ოქტომბერს, დილით, ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა სარაკეტო შეტევა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქები, რომელთა ნაწილს ისევ კიევი აკონტროლებს.

შეგახსენებთ რომ პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button