2000-ზე მეტი გატეხილი პროფილი”ფეისბუქში”

ჯგუფებში უნებართვოდ დამატება და 2 220 გატეხილი პროფილი “ფეისბუქში” – შსს-მ ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ვასილი 1983 წელს დაბადებული რაინდი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილი სოციალურ ქსელ „facebook“-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო.

ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილსმიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი.

ამჟამად მიმდინარეობს სოციალური ქსელი „facebook.com“-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button