შესაძლოა ბლატერის წინააღმდეგ საქმე აღიძრას

ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის წინააღმდეგ, შესაძლოა, საქმე აღიძრას.

ბლატერი მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ბილეთების გაყიდვაზე უფლებების განაწილების საქმეზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გამოცემა L’Equipe-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, ბლატერმა ბილეთების გაყიდვაზე უფლებების განაწილებისას უპირატესობა იმ კომპანიას მიანიჭა, რომლის აქციონერი მისი ნათესავი ფილიპ ბლატერია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული ტენდერი არ გამართულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button