გადაკეტილი მაგისტრალი და დაკავებული გლეხები [Photo]

თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტილია. როგორც რადიო “ჰერეთს” ადგილობრივი გამოცემა “სპექტრიდან” აცნობეს, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე. არიან დაშავებულებიც.

გზა მევენახეებმა გადაკეტეს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გურჯაანელებს ლაგოდეხელი მევენახეებიც შეუერთდნენ. გლეხები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას და მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას ითხოვენ.

მევენახეები ამბობენ, რომ ყურძენზე რეალური ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფასის გადახედვა არ იგეგმება.

კახეთის რეგიონში გახსნილია ღვინის 4 სახელმწიფო საწარმო, თუმცა გლეხები ყურძნის ჩაბარებას არ ჩქარობენ და იმედოვნებენ, რომ კერძო საწარმოები მათ უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ჩაიბარეს.

აუდიომასალა აქციიდან

ფოტომასალა სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17594″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button