დანკანს ნომერს შეუნახავენ

“სან ანტონიოში” ტიმ დანკანის 21 ნომრიან მაისურს ამიერიდან ვერავინ ვეღარ მოირგებს. მისი საკალათბურთო ეკიპირების უკვდავყოფის ცერემონიალი 18 დეკემბერს “ნიუ ორლეანთან” მატჩის დაწყებამდე მოხდება. დანკანმა “სან ანტონიოს” რიგებში 19 სეზონი გაატარა და ხუთჯერ (1999, 2003, 2005, 2007, 2014) გახდა NBA-ს ჩემპიონი. ტიმმა ათასზე მეტი შეხვედრა ჩაატარა სან ანტონიოელთა რიგებში და კლუბის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების, წუთების და მოგებათა რაოდენობით. ტიმი ორჯერ სეზონის, სამჯერ კი პლეი ოფის ფინალის MVP გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button