მნიშვნელოვანირეგიონი

“ილოცეთ მაგდასთვის” – ლაგოდეხში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

“ილოცეთ მაგდასთვის” –  ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის ახლობლები სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მაგდა ხარაიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის გუშინვე თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას რთული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა, 28 დეკემბერს, სოფელ შრომაში მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ქალი ავტომობილს თავად მართავდა, თუმცა რადიო ჰერეთთან ოჯახის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ აღნიშნულს.

ისინი აცხადებენ, რომ ავტომობილში, ახალგაზრდა ქალი უკანა სავარძელზე იჯდა, თავად ავტომობილს კი მისი მეზობელი მართავდა.

მათი თქმით, მაგდა ხარაიშვილი, რომელიც კარის მეზობელს სამსახურისაკენ დაემგზავრა ავტომობილიდან გადმოვარდა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო.

ცნობილია მეორე ავტომობილის მძღოლიც, რომელიც გადაადგილებოდა ცენტრალურ გზაზე, ლაგოდეხის მიმართულებით. ადგილობრივების განცხადებით, ის სოფელ ნინიგორის მკვიდრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ცნობილია, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა. რადიო ჰერეთი დეტალებს არკვევს.

მაგდა ხარაიშვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

მსგავსი პოსტები

Back to top button