მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ველისციხის სკოლის 540 მოსწავლე, გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში დაესწრება

12 ოქტომბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის 540 მოსწავლე, გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში დაესწრება.

ამის შესახებ, მედიის წარმომადგენლებს, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა აცნობა.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება, სკოლაში კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო მიიღეს.

“საკოორდინაციო საბჭომ და განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და დღეიდან სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე. სკოლის 5 მოსწავლეს კორონავირუსი დადუდასტურდა და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, გავრცელება შევაჩეროთ. ამასთან ერთად, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დავიცვათ”, – განმარტა შიოშვილმა.

სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლება ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციამდე გაგრძელდება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სკოლაში 5 ოქტომბერს დაფიქსირდა. კოვიდ-19, მეცხრე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

ამის შემდეგ, სკოლაში, ვირუსის კიდევ ოთხი ფაქტი დადასტურდა, რასაც ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button