“ისლამური სახელმწიფო” 2017 წელს ღია ომის დაწყებას გეგმავს

პაკისტანში „მაინ კამპფის“ ანალოგიური წიგნი იპოვეს. დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა „ისლამური ხალიფატის მოკლე ისტორია, წინასწარმეტყველის ხალიფატისა“, იუწყება, რომ „ხალიფატის გამოცხადების“ მეხუთე ფაზას, 2017 წელს, „ღია ომის“ ფინალური ეტაპი მოჰყვება, – წერს გამოცემა Mail Online.

დოკუმენტის ავთენტურობა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის გადამდგარმა მეთაურმა – მაიკლ ფლინმა დაადასტურა.

დოკუმენტის თანახმად, ექსტრემისტები, ავღანეთში და პაკისტანში, დიდი ტერორისტული დაჯგუფების შექმნას გეგმავენ, რათა შემდგომ ინდოეთში ომი დაიწყონ და „მსოფლიოს აღსასრული“ დააჩქარონ.

შეეგახსენებთ: ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად „ისლამური სახელმწიფო“ – ერაყსა და სირიაში სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია – მთლიანად შეიერთონ ლევანტი,მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი და სამხრეთ თურქეთი.

გაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button