მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

იტალიური კომპანია აფხაზეთში რკინიგზის სადგურების აღდგენას გეგმავს

ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას იტალიური კომპანია განახორციელებს და ის გაგრიდან დაიწყება.

“გლობალ არრედი” 13 წელია რუსეთში საქმიანობს. მისი წარმომადგენლები აფხაზეთში უკვე იმყოფებოდნენ.
მათ დაათვალიერეს გაგრის სადგური, მისი შემდგომი აღდგენის მიზნით.

ინფორმაციას აფხაზურ მედიასთან ერთად, თავად კომპანიაც ავრცელებს.

კომპანიას ფეისბუკ და ვებ გვერდებზე აქვს გამოქვეყნებული აფხაზური მედიის სიუჟეტიც მათ ვიზიტზე ტექსტურ მასალასთან ერთად, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი გაგრის “ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს”, ალხაზ ბარციცს შეხვდნენ, ამავე “ადმინისტრაციის” სხვა წარმომადგენლებთან და ქალაქის მთავარ არქიტექტორთან ერთად.

ამ ეტაპზე იგეგმება გაგრაში ორი ობიექტის რეკონსტრუქცია – რკინიგზის სადგურ “პავილიონის” და ქალაქის ცენტრალური სადგურის.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საკრუიზო მატარებელი როსტოვიდან აფხაზეთში უკვე მიმდინარე წლიდან ივლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button