მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში 18-მდე გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევები 18-მდე გაიზარდა. ყველა ახალი შემთხვევა ძველ კლასტერს უკავშირდება.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შორის გამოვლინდა.

ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 54 ადამიანი რჩება თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება 14 წლის სკოლის მოსწავლეს, რომელსაც ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდგინდა, მესამე საჯარო სკოლის დირექტორის თეა ლობჟანიძის თქმით, მას განმეორებით ტესტირებისას უარყოფითი პასუხი დაუდგინდა, მიუხედავად ამისა, ის არ ესწრება სასწავლო პროცესს და რჩება თვითიზოლაციაში.

მოუსმინეთ თეა ლობჟანიძის ხმას

 

მრავალაგზის მცდელობის მიუხედავად, ოფიციალური ინფორმაცია კახეთის რეგიონში ბოლოს გამოვლენილი შემთხვებების მიუხედავად, მედიამ ვერ მოიპოვა.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა მონაცემების დამალვის მიზეზი.

23 სექტემბრიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაციის გაცემა შეწყდა.

ჟურნალისტებს ცენტრის ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა, წერილობით აცნობა რომ კახეთის ცენტრი ინფორმაციას აღარ გასცემდა.

25 სექტემბრიდან, საზოგადოების ინფორმირება შეწყვიტა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმაც.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ გადაწყვეტილება ინფორმაციის შეწყვეტის შესახებ, მხოლოდ კახეთის რეგიონთან დაკავშირებითაა მიღებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

რადიო ჰერეთი ამ დრომდე ცდილობს ინფორმაციის მოძიებას. ჰერეთის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, 

ჰერეთის ინფორციით, ამ დროის მონაცემებით კახეთიდან საკვლევად 500-ზე მეტი ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი.

დღეს, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.

მიმდინარე სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

რეგიონების მიხედვით:

გურია – 8;

თბილისი – 43;

იმერეთი – 27;

კახეთი – 6;

სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4;

სამცხე-ჯავახეთი – 4;

ქვემო ქართლი – 3;

შიდა ქართლი – 2.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4664
გამოჯანმრთელებული – 1759
გარდაცვლილი – 27
კარანტინის რეჟიმში – 5584
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 781
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი პოსტები

Back to top button