მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს“

“ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

დღეს უკრაინელი და უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები ჩავლენ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, სადაც რამდენიმე ასეული მოკლული ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ.

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში აღმოჩენილია 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხი.

ზელენსკის თქმით მსოფლიომ ამ ომისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.

“ხარკოვის რეგიონის იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. იქ უკვე დაწყებულია საჭირო საპროცესო მოქმედებები. ხვალ უნდა იყოს მეტი ინფორმაცია, მკაფიო, გადამოწმებული ინფორმაცია. ხვალ იზიუმში უკრაინელი და საერთაშორისო ჟურნალისტები იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ იცოდეს, რა ხდება რეალურად და რა გამოიწვია რუსეთის ოკუპაციამ. ბუჩა, მარიუპოლი, ახლა, სამწუხაროდ, იზიუმი… რუსეთი ყველგან ტოვებს სიკვდილს და ამაზე პასუხი უნდა აგოს. მსოფლიომ რუსეთს რეალური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ამ ომისთვის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს ზელენსკი

ერთ ადგილას, ხის ჯვარზე არის წარწერა: „უკრაინის შეიარაღებული ძალები, 17 ადამიანი, მორგიდან“.უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და სხვა რაიონებზე კონტრშეტევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და მალევე გაათავისუფლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან რუსული ქვედანაყოფების გასვლა 10 სექტემბერს დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დეოკუპირებული იზიუმის მერის ინფორმაციით, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს
გაზაფხულზე, რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button