რეგიონი

სენაკის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

სენაკის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ვეფხვია რუსიამ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, თანამდებობას მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო ტოვებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა სახის ზეწოლა განხორციელდა.

რუსიამ საკრებულო ისე დატოვა, რომ მედიასთან განმარტება არ გაუკეთებია. ვეფხვია რუსიამ არც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მანამდე სენაკის მუნციპალიტეტში საკრებულოს სხდომა დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლის პერფორმანსის გამო, სხდომა შეჩერდა. ჟურნალისტმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მათემატიკის წიგნები დაურიგა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომას „ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებიან. მათ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა 9 თებერვლის სხდომაზე უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს.

კერძოდ, კვორუმის გარეშე სცნეს პარტია ” საქართველოსთვის” წევრის უფლებამოსილება. გარდა ამისა, აირჩიეს დროებით სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისია. დღეს სენაკში საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button