ტაილანდში გემის ჩაძირვის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა [Photo / video]

ტაილანდში მდინარე ჩაოპრაიაზე გემი ჩაიძირა. 26 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სააგენტო Bangkok Post-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ქალი და 6 მამაკაცია. კატასტროფის შედეგად კიდევ 50 ადამიანი დაშავდა.

67 წლის გემის კაპიტანი, რომლის მართვის მოწმობას ვადა, გასულ წელს გაუვიდა, დაკავებულია. სარეგისტრაციო პასპორტის თანახმად, თბომავალი 50 მგზავრზე იყო გათვლილი, მაგრამ კატასტროფის მომენტში იქ 150 ადამიანი იმყოფებოდა. დაკავებულმა კაპიტანმა განაცხადა, რომ მგზავრთა წნეხს ვერ გაუძლო და ხომალდზე ზედმეტი ადამიანები აიყვანა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”42010″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button