ტაილანდში მაიმუნებს კორპორატიული ბანკეტი მოუწყვეს [Video/Photo]
ტაილანდში, პროვინცია ლომპბურის ტერიტორიაზე განლაგებული უძველესი ქჰმერული ტაძრის ნანგრევებზე, მაიმუნებს ბანკეტი გაუმართეს.
მენიუ ათობით კერძისგან შედგებოდა. პრიმატებს ბანანით, ანანასით, ალუბლით, ჟელეთი და გაზიანი სასმელებით გაუმასპინძლდნენ. ეს გრანდიოზული დღესასწაული ორგანოზატორებს 11 ათასი დოლარი დაუჯდათ.
ბოლო 25 წლის მანძილზე ლომპბურში მაიმუნების კორპორატიული ბანკეტები ყოველწლიურად ტარდება და ათასობით ტურისტს იზიდავს. ორგანოზატორები აღნიშნავენ, რომ მსგავსმა ღონისძიებებმა მაიმუნების შობადობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. 25 წლის წინ ტაძრის ნანგრევების ტერიტორიაზე მხოლოდ 300 ინდივიდი ბინადრობდა, ახლა კი 4 ათასს აჭარბებს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24209″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1448958353434″]