მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე.

16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა. დაღუპულთა შორისაა წლინახევრის ბავშვიც.

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი დაბომბვის დროს საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა.

„დილით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს – დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი“, – აცხადებს იანუშევიჩი.

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონი 27-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button