მნიშვნელოვანისაქართველო
ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/01/ტაქსი-800x600.jpg)
თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.
ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყება, – ეს განცხადება კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გააკეთა. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.