ტარიკ აზიზის გვამი იპოვეს
ცნობილი გახდა, რომ ერაყის ხელისუფლებამ ტარიკ აზიზის გვამი იპოვა.
აზიზი, სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში, ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. 1983-დან 1991 წლამდე ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 1979-დან 2003 წლამდე კი – ვიცე-პრემიერისას. აზიზი ყველაზე მაღალი რანგის ქრისტიანი პოლიტიკოსი იყო სადამ ჰუსეინის ხელისუფლებაში. ერაყში ამერიკელების შეჭრის შემდეგ 2003 წელს ის ამერიკის ჯარს ჩაბარდა და ციხეში აღმოჩნდა. მიმდინარე წლის 5 ივნისს, აზიზი, 79 წლის ასაკში, ციხეში ინფარქტით გარდაიცვალა.
აზიზის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტიდან მამამისის გვამი დაიკარგა. ტაზიკ აზიზი იორდანიაში დასაკრძალად უნდა გადაეყვანათ.
Vice News-ი იუწყება, რომ აზიზის სხეული უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინ იყო ეს ხალხი და როგორ დააბრუნებინეს გვამი, უცნობია.
2003 წელს, პოლიტიკოსის ოჯახის წევრები იორდანიაში გაიქცნენ და არც იცოდნენ აზიზი რომელ ციხეში იმყოფებოდა. ინფორმაცია მისი სიკვდილის შესახებ, ერაყის მასმედიიდან გაიგეს.
იორდანიის მთავრობამ აზიზის ნათესავების თხოვნა გაითვალისწინა და სამეფოს ტერიტორიაზე დაკრძალვის ნება დართო.