იაპონია ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ჩამოსაგდებად მზადაა [Photo]

იაპონია მზადაა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაშვებული ნებისმიერი რაკეტა, რომელიც მას საფრთხეს შეუქმნის, ჩამოაგდოს, – იუწყება Reuters.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, გენ ნაკატანიმ, ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოსაგდებად, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.

როგორც ცნობილი გახდა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 25 თებერვლამდე კოსმოსში, რაკეტის მეშვეობით, საკუთარი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. სამხრეთ კორეის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ ფხენიანმა რაკეტის გაშვების გეგმებზე უარი უნდა თქვას, ვინაიდან იგი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება.

თავის მხრივ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თანამგზავრის გაშვების შემთხვევაში იგი ჩრდილოეთ კორეაში სანქციებს გაამკაცრებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბიც გამოცადა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28687″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button