მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭერემის სკოლის ერთადერთ პირველკლასელს საჩუქრად წიგნები გადასცეს

გურჯაანში მაღალმთიანი სოფლის ერთადერთმა პირველკლასელმა კამპანია ” აჩუქე წიგნის” ფარგლებში წიგნები მიიღო. სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის პირველკლასელს საჩუქრად, ცხოველთა სამყაროს შესახებ ლიტერატურა გადაეცა.

მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ასაკის შესაბამისი ლიტერატურა სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის დანარჩენმა რვა მოსწავლემაც მიიღო. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სამწლიანი ინტერვალის შემდეგ, სკოლას პირველკლასელი ჰყავს.

“რესურსცენტრს შესაბამისი ხარჯი არ აქვს, ამიტომ ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი სახსრები უნდა გამოიყენოს. ჭერემის სკოლას, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს, რომელსაც მისთვის ძალიან საინტერესო წიგნები ვაჩუქეთ. სკოლაში სულ 8 ბავშვია და ყველა ასაკისთვის შევარჩიეთ ლიტერატურა” – განაცხადა მინდიაშვილის.

მაღალმთიან სოფელ ჭერემის საჯარო სკოლას, 2018 წლის შემდეგ პირველკლასელი აღარ ჰყოლია.
წიგნის ჩუქების თვედ, აპრილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button