მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა

მორიგი დაპირისპირება მარტვილში. სალხინოს მამათა მონასტერში ვითარება დაძაბულია, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს.

დაპირისპირებული მხარის გაღიზიანება გამოიწვია ეკლესიის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამ, რაც მრევლის ნაწილსა და მამაოებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლის მიზეზი გახდა.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში თვეზე მეტია გრძელდება. სასულიერო პირთა ნაწილი ამ ეპარქიაში ახლადდანიშნულ მეუფე სტეფანეს უპირისპირდება. შედეგად, მეუფემ რამდენიმე სასულიერო პირს უფლებამოსილებაც შეუჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button