ტერაქტის მომზადების საქმე დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო

ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

საქალაქო სასამართლო მოტივირებულ გადაწყვეტილებას დღეს ადვოკატებს გადასცემს, რის შემდეგაც დაცვის მხარე სააპელაციოს მიმართავს.

პროტესტის ნიშნად, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვლადიმერ რუხაძემ სასამართლოს დადგენილების შემდეგ უვადო შიმშილობა დაიწყო. წაყენებულ ბრალს შვიდი დაკავებულიდან მხოლოდ ერთი, ბექა ბექაური აღიარებს.

დაკავებულთაგან ხუთს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში ადანაშაულებენ. დანარჩენებს, მათ შორის საპატრულო პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.

მსგავსი პოსტები

Back to top button