მსოფლიოსიახლეები

ტერორისტულ თავდასხმებს, მინიმუმ, 60 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორნოში, ისლამისტების ორი თავდასხმის შედეგად, მინიმუმ, 40 მშვიდობიანი მოქალაქე და 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

წყაროების თანახმად, თავდასხმები მოხდა მონგუნოსა და ნგანზაის ადგილობრივ მმართველობებში.

France-Presse კი იუწყება, რომ ბორნოს შტატის გუბიოს რეგიონში “დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფოს” (ISWAP) და “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 69 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ISWAP 2015 წელს, იმ დანაყოფების მიერ შეიქმნა, რომლებიც ნიგერიაში, 2002 წელს წარმოქმნილ ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფება “ბოკო ჰარამს” გამოეყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button