თაღლითობის ბრალდებით ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავეს
დაკავება თაღლითობის ბრალდებით – უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის მერის წარმომადგენელი გოჩა დევაძე აიყვანეს.
გამოძიების მტკიცებით, მან მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ, მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.